კლუბის წევრები „ჩაერთე მართვაში - თვითმმართველობა შენი უფლებაა" აგრძელებენ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ასევე აქტიურ ქალებთან და მოქალაქეებთან.
13 და 24 მარტს შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელ სოფელსა და შაუმიანის ქალთა სათემო კლუბების წევრებთან. შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და მონაწილეობის მექანიზმებზე. ასევე იმსჯელეს ადგილობრივ პრობლემებზე და ქალების როლზე სოფლის გაძლიერებაში, განვითარებაში.
სოციალიზაციის სივრცე, საბავშვო ბაღი, ადგილობრივი ტრანსპორტი, ავტობუსის გაჩერება, მიუსაფარი ძაღლები, ეს პრობლემების ნაწილია, რაც ამ სოფლებში არის. სოფლის ქალთა კლუბის წევრებთან ერთად ჩაერთე მართვის კლუბის წევრები გააგრძელებენ მუშაობას მუნიციპალიტეტთან, რათა ერთობლივად შევძლოთ სოფლის გაძლიერება და ადვოკატირების კამპანიები დაგეგმვა-განხორვიელება.
შეხვედრები იმართება „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.