29 – 31 მაისს თბილისში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს (CSA) შორის გამოცდილების გაზიარების ვიზიტი გამართა, რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, სადისკუსიო სივრცის შექმნა, მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი ინიციატივების გამოვლენა.
აღნიშნულ აქტივობაში ჩართული იყო 20 მონაწილე, ასევე „ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრები ასევე, e-learning-ის სერტიფიცირებული სტუდენტები, ბათუმის, ქობულეთის, ჩოხატაურის, მესტიის, ქუთაისის, სიღნაღის, მარნეულის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის პირველი დღე კარგი მმართველობის, დეცენტრალიზაციის და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნის სესიას დაეთმო, მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის მიმართულებით მოქალაქეებთან კომუნიკაციის საკითხებზე იმუშავეს. აღნიშნულ სესიას ფასილიტაციას უწევდნენ მოწვეული ექსპერტები ელენა ხარაზაშვილი, სალომე აჩბა, ასევე USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სამოქალაქო ჩართულობის დირექტორი თენგიზ სულთანიშვილი.
შეხვედრის მეორე დღე ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მსჯელობით დაიწყო. „სამოქალაქო მონიტორინგის“ კურსის ხელმძღვანელმა ირაკლი მელაშვილმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე და მონიტორინგის მექანიზმებზე. მონაწილეობითი ინსტრუმენტის „გზა პროგრესისკენ“ გამოყენებით მონაწილეებმა თავიანთ თემში არსებული პრობლემები დაასახელეს, ხოლო ჯგუფებში მუშაობის შედეგად ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს. აღნიშნულ სესიას ფასილიტაციას უწევდა ონლაინ კურსის „სათემო ადვოკატირების“ ხელმძღავნელი ნანა ბაგალიშვილი, რომელმაც ასევე ისაუბრა მედიასთან ურთიერთობის ძირითად კომპენენტებზე.